სტატიკური VS ციფრული ბილბორდი

static-billboard-vs-digital-billboard

გარე რეკლამირებას ბრენდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის და თანამედროვე კომპანიებიც ხშირად ირჩევენ ბილბორდებს. თუმცა, ვითარება ასეთი ერთმნიშვნელოვანიც არ არის, ბილბორდების ქვეტიპები ერთმანეთისგან განსხვავდება და ფუნქციასაც სხვადასხვას ატარებს – რთული ამოსარჩევია, კონკრეტულ მისიას სტატიკური ბილბორდი უკეთ შეასრულებს თუ ციფრული ბილბორდი. ამ სტატიაში შევეხებით ამ ორი ტიპის ბანერებს და დაგეხმარებით, მარტივად შეარჩიოთ ეფექტური ვარიანტი.

სტატიკური ბილბორდები

სტატიკური ბილბორდი რეკლამირების ტრადიციული მეთოდია და მზადდება ქაღალდის ან ვინილის მასალისგან. ძირითადად, მასზე გამოსახულია ერთიანი ვიზუალი, რომელიც მარტივად აღსაქმელია მძღოლებისა თუ ქვეითებისთვის. ასეთი ტიპის ბანერების დიდი უპირატესობა მათი ბიუჯეტური ფასი და ხელმისაწვდომობაა. ამასთან, ციფრული ბანერებისგან განსხვავებით, მათ არ სჭირდება ელექტრობა და ტექნოლოგია, შესაბამისად, უფრო გამძლეა.

ციფრული ბილბორდები

ციფრული ბილბორდები LED ან LCD ეკრანებზე მონტაჟდება და ასახავს დინამიკურ, მოძრავ სურათს. სტატიკურ ვარიანტთან შედარებით, ისინი უფრო ძვირია, სამაგიეროდ, ბევრად უფრო ეფექტური და კრეატიული ვიზუალების გამოტანის საშუალებას იძლევა. მათი განახლება დისტანციურადაც შეიძლება და, ფაქტობრივად, მომენტალურად იცვლება სურათიც. ამასთან, ამ ტიპის ბილბორდები შეიძლება მოარგო შერჩეულ აუდიტორიას, დროს, ლოკაციასა და ამინდსაც კი.

ციფრული ბილბორდების უპირატესობები

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ და სტატიკურ ვერსიებს თავიანთი უპირატესობები გააჩნიათ, ციფრული ბილბორდი მაინც სჯობნის სტატიკურს. პირველ რიგში, ის ვიზუალურად უფრო მიმზიდველია და მარტივად იქცევს მნახველის ყურადღებას. ამასთან, ის უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, ვინაიდან არ ითხოვს მასალის ხშირ ცვლას. და ბოლოს, ციფრული ბილბორდი საშუალებას გვაძლევს, უკეთ მოვარგოთ ბიზნესის საჭიროებები კონკრეტულ აუდიტორიასა და სეგმენტს, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატების საწინდარი ხდება.

ბილბორდების მახასიათებლები

არ აქვს მნიშვნელობა, ციფრულ ბილბორდს მიანიჭებთ უპირატესობას, თუ სტატიკურს, ორივე ეფექტური იქნება. ერთმნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტიპის ბილბორდები ბრენდის ცნობადობასა და პროდუქტის გაყიდვებს ზრდის. ამ ყველაფერთან ერთად, ბილბორდი უბრალოდ არის მარტივი გზა, გაუზიარო შენი სათქმელი უდიდეს აუდიტორიას.

დასკვნა: თუ გარე რეკლამირების ხერხებს ეძებთ, ორივე ტიპის ბილბორდი გამოგადგებათ. მთავარია, წინასწარ განსაზღვროთ, რა გჭირდებათ და მოარგოთ თქვენი სტრატეგია ბიზნესის მიზნებს, აუდიტორიასა და ბიუჯეტს. სტატიკური ბილბორდები კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც უნდა ეფექტური შედეგის მიღწევა მინიმალური დანახარჯით, ციფრული ბილბორდი კი მათთვისაა ზედგამოჭრილი, ვისაც განსხვავებული და უნიკალური რეკლამის შექმნა სურს. თუკი თავიდანვე კარგად გაიაზრებთ სხვაობას ამ ორი ტიპის რეკლამას შორის, უკეთ მიიღებთ გადაწყვეტილებას და მარტივად ამოირჩევთ, რომელი ბილბორდი უპასუხებს უკეთ თქვენი კომპანიის საჭიროებებს.