სქროლ სითი ლაითი

BC17

სქროლ სითი ლაითი

სქროლ სითი ლაითი არის ქვეითად მოსიარულეთა თავშეყრის ადგილებში რეკლამის განსათავსებელი შედარებით მცირე ზომის (1.175მ x 1.85მ) სარეკლამო დაფა, მოძრავი პოსტერებითა და ეფექტური შიდა განათებით. სქროლ სითი ლაითი საუკეთესო საშუალებაა, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ბრენდისა თუ ღონისძიების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად.

მკვეთრი ნათების გამო, სქროლ სითი ლაითი ღამეც შესამჩნევია. ჩამქრალი ქალაქის ფონზე, სითი ლაითები ქუჩებს საოცარ ელფერსა და დინამიკას სძენს. განსაკუთრებულად დატვირთულ ადგილებში სითი ლაითის განთავსებით, ჩვენ ყოველდღიურად ათიათასობით გამვლელს ვუყვებით ჩვენს ბრენდზე – ცხელ სეზონებში კი ეს რიცხვი სწრაფად ორმაგდება.

უპირატესობები

ხილვადობა – სქროლ სითი ლაითი განსაკუთრებით ეფექტურია ხალხმრავალ ადგილებში, იქ სადაც მუდმივი მოძრაობაა. ვინაიდან ეს ბანერები ადამიანის სიმაღლეზეა განთავსებული, ეფექტურია დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არასოდეს რჩება ყურადღების მიღმა.

ფასი – მცირე ზომის გამო, სქროლ სითი ლაითი გარე კონსტრუქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტურია. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბანერის ფასად განათავსოთ 12 სხვადასხვა სახის პოსტერი და სრულად აითვისოთ სითი ლაითის შესაძლებლობები.

BC19 Croll CityLight scaled მეტი, ვიდრე ხედავთ!


მოქნილობა
– სქროლ სითი ლაითები სწრაფად და მარტივად მონტაჟდება, შეკვეთის მიღებიდან რამდენიმე საათში. ამავდროულად, ისინი იოლად სამართავია და რთულად ზიანდება. მათი კონსტრუქცია კი საკმაოდ მყარია და კარგად უძლებს კლიმატისა თუ ტენის ცვლილებას.

BC22