რა არის და როგორ მუშაობს LED ეკრანი?

led-ekrani

LED ეკრანი უახლესი ტიპის ციფრული ბილბორდია, რომელსაც უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ჩვენება შეუძლია. დღეისათვის ეს ეკრანები გვთავაზობენ გამორჩეულად მკვეთრ ვიზუალებს, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელია გარე რეკლამირებისთვის.

რას ნიშნავს LED ეკრანი?

LED იშიფრება, როგორც Light Emitting Diode, რაც ქართულად ნიშნავს სინათლის გამოსხივების დიოდს. ესაა ნახევარგამტარული სინათლის წყარო, რომელიც ვიზუალს მაშინ აჩვენებს, როცა მასში ელექტრობა გაივლის. LED ეკრანი სპეციფიკური ტიპის წითელი, მწვანე და ლურჯი დიოდებისგან შედგება, ამ დიოდების ერთობლიობა კი ქმნის ერთ სრულ პიქსელს. ამ ტიპის პიქსელი განსაკუთრებით მკვეთრია და დიდ მანძილზეც ჩანს.
P6 ტექნოლოგიის LED ეკრანები სრულიად ახალი მიღწევაა ტექნოლოგიების სამყაროში. მათ შეუძლიათ უწყვეტად იმუშაონ 5,000 საათის განმავლობაში, განახლებისა თუ გადატვირთვის აუცილებლობის გარეშე. ისინი საკმაოდ ამტანია და უძლებს როგორც კლიმატის ცვლილებას, ასევე ქარს, წვიმასა და მაღალ ტენიანობას.
თანამედროვე LED განათება აღარ ასხივებს მავნე ულტრაიისფერ შუქს და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ შენობებშიც. LED ეკრანები ასევე ზედგამოჭრილია საგზაო ნიშნებისთვის, აეროპორტებსა და შოპინგ-ცენტრებში, ვინაიდან მათი ვიზუალი შორიდანაც თვალმომჭრელი და ეფექტურია.

LED ეკრანები პიქსელ აუთდორისგან

დღეისათვის მთელი აჭარის მასშტაბით მხოლოდ პიქსელ აუთდორს შეუძლია უახლესი თაობის, უმაღლესი ხარისხის LED ეკრანების შემოთავაზება. ამასთან, ისინი დამონტაჟებულია ქალაქის ყველაზე სტრატეგიულ ადგილებში, იქ სადაც მათი ხილვადობა გარანტირებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში