გარე რეკლამირების ეფექტურობა რიცხვებში

effectiveness-off-banner-advertisiments

გარე რეკლამა უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს აქტუალობას, კერძოდ კი ბილბორდები განსაკუთრებით პოპულარულია ბიზნესებს შორის, ვინაიდან ისინი სწრაფად და ეფექტურად ავრცელებენ ბრენდის მესიჯს ფართო აუდიტორიას შორის.

ამ სტატიაში განვიხილავთ ბილბორდებისა და სხვა გარე რეკლამის ეფექტურობას, ვნახავთ კვლევებსა და რეალურ რიცხვებს, რომლებიც ბიზნესების წარმატებაზე აისახება.

ბრენდის ცნობადობის გაზრდა

გარე რეკლამის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ ის ერთი-ორად აუმჯობესებს ბრენდის ცნობადობას ფართო მასებში. Nielsen-ის კვლევის მიხედვით, ბილბორდები ბრენდის პოპულარობას 47%-ით ზრდის. ეს ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის, მოიპოვონ მყიდველის ნდობა.

პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობა

აღსანიშნავია, რომ გამვლელების დიდი ნაწილი ბილბორდებსა და მათ შიგთავსს იმახსოვრებს. Outdoor Advertising Association of America ამბობს, რომ მნახველების 71%-ს კარგად ახსოვს ბილბორდზე განთავსებული რეკლამა ან მისი მთავარი მონაკვეთი მაინც. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ბილბორდების ზომის გამო, მათი არშემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ბიუჯეტური ფასი

რეკლამირების სხვა ფორმებთან, მაგალითად, სატელევიზიო და რადიო-რეკლამებთან შედარებით, ბილბორდების განთავსება უფრო ხელმისაწვდომია. Outfront Media-ს კვლევის მიხედვით, თუკი სატელევიზიო რეკლამაში 20$-ის, ხოლო რადიო-რეკლამაში 10$-ის დახარჯვა მოგვიწევს, ბილბორდები იმავე საქმეს 5$-ად შეასრულებს. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ბილბორდები ბევრად უფრო იაფია და ბიზნეს-მიზნებსაც ეფექტურად აღწევს.

სტრატეგიული მარკეტინგი

ბილბორდები ასევე ეფექტურია მიზნობრივი მარკეტინგისთვის, ვინაიდან ისინი საშუალებას გვაძლევს, მოვარგოთ დიზაინი სპეციფიკურ აუდიტორიას. მაგალითად, ბილბორდები შეგვიძლია განვათავსოთ ხალხმრავალ ადგილებსა და გზატკეცილებში, სადაც ბევრი ადამიანი ხვდება და რეკლამაც არასდროს დარჩება ყურადღების მიღმა.

ციფრული ბილბორდი

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ბილბორდები კიდევ უფრო ეფექტური და მრავალფუნქციური გახდა. ციფრულ ეკრანებს შეუძლიათ ერთდროულად გვაჩვენონ რამდენიმე რეკლამა, რაც ბიზნესებს აძლევს საშუალებას, გააზიარონ რამდენიმე მესიჯი და გაზარდონ ცნობადობა ერთდროულად რამდენიმე პროდუქტზე. ეს შეიძლება შეიცვალოს კვირის ან სამუშაო დღეების მიხედვით. ამ და სხვა მიზეზების გამო, ბილბორდები არასდროს კარგავს პოპულარობასა და ეფექტურობას.

დასკვნა: მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბილბორდები და სხვა გარე რეკლამა ყოველთვის მუშაობს, ის ეხმარება ბიზნესებს, მოარგონ სათქმელი სპეციფიკურ აუდიტორიასა და ლოკაციას. ერთდროულად რამდენიმე ვიზუალის ჩვენების უნარი კი თქვენს კომპანიას მისცემს საშუალებას, მაქსიმალურად  ეფექტურად გამოიყენონ გარე რეკლამირების ყველა უპირატესობა.