ციფრული ბილბორდი

cifruli-bilbordi-batumiMall

ციფრული ბილბორდი

ციფრული ბილბორდი არის ფართო ფორმატის მქონე ელექტრონული ეკრანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავაშუქოთ როგორც სტატიკური, ასევე ანიმაციური და ვიდეო ფორმატის რეკლამა. ჩვენი ციფრული ბილბორდები ბათუმის ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციებზეა განთავსებული, შესაბამისად, თქვენი ბრენდის რეკლამას ყოველდღიურად დაახლოებით 30,000 ადამიანი ნახავს. ეს რიცხვი სწრაფად იზრდება, შესაბამისად, ჩვენი რეკლამაც დღითიდღე კიდევ უფრო ეფექტური ხდება.

პიქსელ აუთდორი გთავაზობთ ყველაზე მეტ ციფრულ სარეკლამო კონსტრუქციას მთელი ბათუმის მასშტაბით. ჩვენი ეკრანები დაგეხმარებათ, მოიზიდოთ დიდი აუდიტორია და მაქსიმალურად გამოიყენოთ კომუნიკაციის ეფექტური, მოქნილი და ეკონომიური მეთოდი.

უპირატესობები

მოქნილობა – ციფრულ ბილბორდზე შესაძლებელია სტატიკური, ანიმაციური თუ ვიდეო ფორმატის ვიზუალების განთავსება. სურათი ავტომატურად იცვლება და არ საჭიროებს ბეჭდვას. შესაბამისად, ამ ბილბორდზე რეკლამის განთავსებას, ფაქტობრივად, მომენტალურად შეძლებთ.

კრეატიულობა – ტრადიციული რეკლამირების საშუალებებისგან განსხვავებით, ციფრული ბილბორდი მეტ შესაძლებლობას სთავაზობს დიზაინერებს, დიდ გასაქანს უქმნის შემოქმედებით იდეებს და ვიზუალურადაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

cifruli-bilbordi-batumshi

ეფექტურობა – მრავალმხრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ გარე ციფრული რეკლამა იზიდავს 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს. ამასთან, ის 40%-ით უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ტრადიციული რეკლამა, რაც კიდევ უფრო ზრდის ბრენდისა თუ პროდუქტის ცნობადობას.

digital-billboard