პიქსელ აუთდორი

ჩვენ შესახებ

პიქსელ აუთდორის ისტორია

ჩვენ შესახებ

პიქსელ აუთდორი წარმატებული სარეკლამო კომპანიაა, რომელიც 2011 წელს ბათუმში დაარსდა. მას შემდეგ მუდმივად ვვითარდებით, რაც აისახება როგორც პარტნიორების სიმრავლეზე, ასევე ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღეისათვის პიქსელ აუთდორი 3,000 კვადრატულ მეტრამდე სარეკლამო სივრცეს ფლობს, ჩვენი სერვისი კი მოიცავს სარეკლამო მომსახურების სრულ პაკეტს – რეკლამის განთავსებას ციფრულ ბილბორდზე, სტატიკურ ბილბორდზე, სქროლ სითი ლაითსა და სტატიკურ სითი ლაითზე.

2018 წელს ადგილობრივ ბაზარზე თანამედროვე სარეკლამო ციფრული ტექნოლოგიები დავნერგეთ, რაც ლოკალური ბრენდებისთვის წარმატების საწინდარი აღმოჩნდა.

პიქსელ აუთდორის სავიზიტო ბარათია:

    • უმაღლესი ხარისხი
    • ინოვაციური ტექნოლოგიები
    • საუკეთესო სერვისი
    • მაღალკვალიფიციური გუნდი
    • უნიკალური ხედვა

ბრენდის ხედვა

ჩვენ გვჯერა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი პროდუქტის. პიქსელის გუნდი მუდმივად ცდილობს განვითარდეს და შექმნას სერვისი, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

ჩვენ აქტიურად ვმეთვალყურეობთ კონსტრუქციებს რეკლამის განთავსების ყოველ ეტაპზე. სწორედ ამიტომაა, რომ დასრულებული პროექტებიც კი წლების განმავლობაში იმსახურებს მომხმარებლის აღტაცებას.

და ეს მხოლოდ დასაწყისია.

320

დასრულებული პროექტი

115

პარტნიორები

12 წელი

მუშაობის გამოცდილება

15

თანამშრომლები