სტატიკური ბილბორდი
სტატიკური ბილბორდი არის გარე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც გულისხმობს დიდი ზომის სარეკლამო შეტყობინებების განთავსებას გზებზე თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩვენი სტატიკური ბილბორდები განთავსებულია ქალაქის ყველაზე აქტიურ მონაკვეთებში, მთავარ გზატკეცილებზე და ბათუმის აეროპორტში. თითოეული ბილბორდის ზომა მერყეობს 35-დან 240 კვადრატულ მეტრამდე.
ხშირად, საცობში ყოფნისას, ჩვენს ყურადღებას ეფექტურ ბილბორდებზე ვაჩერებთ. შეიძლება, ბილბორდზე გამოსახული პროდუქტი კონკრეტულ მომენტში არც კი გვჭირდებოდეს, თუმცა, საჭირო დროს, ის აუცილებლად გაგვახსენდება. ასე მუშაობს გარე რეკლამა.
უპირატესობები
მუდმივობა – ბილბორდებზე თქვენი რეკლამა განთავსებულია უწყვეტად და შეუფერხებლად, დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე. ამასთან, თქვენ გაქვთ სრული კონტროლი სარეკლამო სივრცეზე და თავადვე არჩევთ შესაბამის დიზაინსა თუ რეკლამის ხანგრძლივობას.
ხილვადობა – დიდი ზომის სარეკლამო ბანერები მოწყობილია ქალაქის ყველაზე სტრატეგიულ ადგილებში ისე, რომ მათი არშემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგისტრალებსა თუ ხალხმრავალ ადგილებში ყოველდღიურად ამ ბილბორდს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას.
ბრენდის ცნობადობის გაზრდა – გარე ბილბორდები განსაკუთრებულად ეფექტურია ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბილბორდების რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, სარეკლამო შეტყობინებები ადამიანებს ამახსოვრდებათ და ინტერესს იჩენენ კომპანიის მიმართ.