სტატიკური სითი ლაითი

statikuri-city-light

სტატიკური სითი ლაითი

სტატიკური სითი ლაითი გარე რეკლამის სახეობაა, რომელიც განსაკუთრებით იპყრობს ქვეითად მოსიარულეების ყურადღებას. ეფექტურობის მთავარი ფაქტორი კი მისი ზომაა (1.25მ x 1.85მ), რაც ადამიანის სიმაღლის შესაბამისია. ჩვენი სტატიკური სითი ლაითები იდეალურია ბათუმის ყველაზე აქტიური ზონებისთვის და გვთავაზობს უმარტივეს გზას ფართო აუდიტორიასთან მისასვლელად.

სტატიკურ სითი ლაითზე შეგიძლიათ ინფორმაცია თვეობით განათავსოთ – ეფექტურად მოიზიდოთ ვიზიტორები ან კლიენტები. თუკი რეკლამის გავრცელება მოკლე ვადით გჭირდებათ, სტატიკური სითი ლაითი ამ მხრივაც გამორჩეულია – მისი ინსტალაცია სულ რამდენიმე საათს წაიღებს და ის იმავე დღეს შეძლებს მნახველების დაინტერესებას.

 

უპირატესობები

სისწრაფე – სტატიკური სითი ლაითები ქალაქის სხვადასხვა სტრატეგიულ მონაკვეთში უკვე დამონტაჟებულია. დარჩენილია მხოლოდ საჭირო ვიზუალის შერჩევა, დიზაინი და რეკლამის გაშვება შესაბამის კონსტრუქციაზე, ბრენდისთვის ხელსაყრელი ვადითა და პირობებით.

ფასი – მათი ზომიდან გამომდინარე, სტატიკური სითი ლაითები გარე კონსტრუქციებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტია. ბილბორდებთან შედარებით, სითი ლაითის მოცულობა ბევრად ნაკლებია, შესაბამისად, უფრო სწრაფადაც იბეჭდება და მონტაჟდება.

statikuri-city-light

კოლორიტულობა – ხშირად, სტატიკურ სითი ლაითებს “ქუჩის ავეჯს” უწოდებენ. ისინი ამშვენებენ ქალაქის ცენტრალურ სივრცეებს და გარემოს ახლებურ, დახვეწილ იერს სძენენ. ღამით განსაკუთრებით მიმზიდველია სითი ლაითის მკვეთრი ნათება, მათზე დატანილი მესიჯი კი შორი მანძილიდანაც კარგად ჩანს.

statikuri-city-light