პიქსელ აუთდორი ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

marketerBlog

ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიის “ნაპოლის” სერია A-ში გამარჯვების აღსანიშნავად, პიქსელ აუთდორმა ბათუმში მდებარე ბილბორდებზე მისალოცი ბანერები განათავსა.


სარეკლამო კომპანია პიქსელ აუთდორი ქართული სპორტის გამორჩეული ქომაგია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა განსაკუთრებული ჟესტით გამოხატა. ბათუმის ყველა სარეკლამო ციფრულ ბილბორდზე განთავსდა ვიდეორგოლი, სადაც პიქსელ აუთდორი ქართველ სპორტსმენს მადლობას მთელი ქვეყნის სახელით უხდის…

პიქსელ აუთდორი გამორჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მუდმივად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე რელევანტურ მოვლენებს. მთელი ბათუმის მასშტაბით განთავსებულ უახლესი თაობის ბილბორდებზე კიდევ ვიხილავთ საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებს, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის სპორტულ წარმატებებს.