გარე რეკლამა ყოველთვის ჩვენი მთავარი საქმე იყო „პიქსელ აუთდორში“, მაგრამ ახლა, ჩვენ ახალ საფეხურზე გადავდივართ. ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „სოლასთან“ თანამშრომლობით, შევქმენით უნიკალური და ინოვაციური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სტატიკური თუ ციფრული ბილბორდების ეფექტიანობა ციფრული მარკეტინგის სიზუსტით გავზომოთ. ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი გარე რეკლამის სამყაროში და ვამაყობთ, რომ ამ ცვლილებების წინა ხაზზე ვდგავართ.
რას ნიშნავს ეს ტექნოლოგია?
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ბილბორდები აღჭურვილია სტატისტიკის მთვლელი კამერებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ რამდენი ადამიანი და სატრანსპორტო საშუალება გაივლის ჩვენს სარეკლამო კონსტრუქციებთან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ჩვენ დამკვეთებს ბევრად უფრო ზუსტი და ინფორმაციული მონაცემები მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, რეკლამის განმთავსებლებს ვაჩვენოთ არა უბრალოდ დატვირთულობის საერთო ციფრები, არამედ რეალური მონაცემები, რომლებიც მათ კამპანიებს ოპტიმიზაციის და ეფექტურობის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
სტრატეგიული ლოკაციები
ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო სამი მნიშვნელოვანი ლოკაციის არჩევა ბათუმში:
- ბათუმის შესასვლელი – დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი სტატიკური ბილბორდი;
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ – ქალაქის ყველაზე დიდი full HD ციფრული ბილბორდი;
- გორგილაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა – ხალხმრავლობით გამორჩეული ადგილი, ქალაქის შუაგული, სადაც ჩვენი ციფრული ბილბორდი მუდმივად ხედვადია.
სწორედ ხალხმრავლობის და ტრანსპორტის მაღალი დინამიკის გამო შეირჩა კონკრეტული ლოკაციები. ამ ადგილებში ჩვენი ტექნოლოგიის დახმარებით, შეგვიძლია დავთვალოთ ზუსტად რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა.
რას გვაძლევს ეს ინოვაცია?
ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი დამკვეთებისთვის რეკლამა მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტური გავხადოთ. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ვთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას:
- რეალურ დროში მონაცემებზე დაყრდნობით კამპანიების ოპტიმიზაცია – ჩვენ შეგვიძლია, დავაკვირდეთ და მოვარგოთ სარეკლამო კამპანიები შედეგებს, რაც ახალ დონეზე აწევს მათ ეფექტურობას.
- ლოკაციურად ზუსტი ნახვადობის კონტროლი – არა მხოლოდ ზოგადი დატვირთულობის ციფრები, არამედ ზუსტი მონაცემები კონკრეტული ლოკაციის მიხედვით.
- მოგებიანობის უფრო ზუსტი გაანგარიშება – ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რეკლამის განმთავსებლებმა უკეთ დაინახონ, რამდენად წარმატებულია მათი კამპანია.
ჩვენი ხედვა
ეს მხოლოდ დასაწყისია! ჩვენი მიზანია, საქართველოში უფრო ფართო მასშტაბით დავნერგოთ ტექნოლოგია და განვავითაროთ მისი შესაძლებლობები.
ჩვენ გვჯერა, რომ გარე რეკლამა არა მხოლოდ უნდა დარჩეს ეფექტური, არამედ გახდეს მეტად ინტერაქციული, გაზომვადი და მიზანმიმართული. სარეკლამო კამპანიის შედეგების მონაცემთა გამჭვირვალობა ნდობას ამყარებს მედიის მფლობელსა და მის განმთავსებელს შორის. სწორედ ამიტომ ჩვენ „პიქსელ აუთდორში“ მუდმივად ვცდილობთ ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში, რათა დამკვეთებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ.