ყველაზე დიდი ციფრული ბილბორდები ბათუმში!

cifruli-bilbordi-batumshi

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საგზაო მონაკვეთში, პრემიუმ ლოკაციაზე, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, სარეკლამო მონიტორის DB5-ის ზომა 50%-ით გავზარდეთ — 107 მ²-დან 158 მ²-მდე. ეს ცვლილება საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ მთელს დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ფორმატის და Full HD რეზოლუციის კომერციული ციფრული ბილბორდი, რაც ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.

cifruli-bilbordi-batumshi

გარდა ამისა, ბათუმის შუაგულში, ზურაბ გორგილაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე დიდი ფორმატის (6×12 მეტრი) LED ეკრანი დავამონტაჟეთ. აღნიშნულ ლოკაციაზე მანამდე სტატიკური ბილბორდი გვქონდა განთავსებული. იქვე მდებარე ტურისტულად აქტიური ობიექტები, ფეხით მოსიარულეთა თუ ავტომობილთა სიმრავლე ამ ადგილს გარე სარეკლამო მიზნებისთვის  მეტად ეფექტურს ხდის. სწორედ ამიტომ, მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და სტატიკური ბანერის ციფრულ ბილბორდად ჩანაცვლების ინვესტიცია განვახორციელეთ.

ჩვენი გუნდი არასდროს ჩერდება! გარდა ახალი სარეკლამო სივრცეების შექმნისა ან ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიის შემოტანისა, მუდმივად ვცდილობთ, რომ არსებული სარეკლამო კონსტრუქციები კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ.